მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში რეცესია არა, მაგრამ ეკონომიკური ზრდის შენელება იქნება – ნაბიულინა

ნაბიულინა

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ელვირა ნაბიულინას განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში რეცესია არ იქნება, თუმცა ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება.

როგორც ნაბიულინა განმარტავს, რუსეთის ცენტრალური ბანკი 2025 წელს 1.2%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც უწყება წლის დასაწყისში პროგნოზირებდა.

ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებით, მზარდი ინფლაციით და მკაცრი მონეტარული პოლიტიკით არის განპირობებული, რადგან ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული 17%-იანი რეფინანსირების განაკვეთი ბიზნესს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები