მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან 242 მლნ აშშ დოლარის 63,009 ტონა სპირტიანი სასმელები გავიდა ექსპორტზე. გასულ წელთან შედარებით, ზრდა 57.7%-ია.
242 მლნ-დან ნახევარზე მეტი, 53.2% რუსეთში გაიყიდა, სადაც სპირტიანი სასმელების ექსპორტის ზრდა 156.8%-ია.
1-ელი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, აქციზი 3-ჯერ გაიზარდა. შედეგად, პროდუქციას შორის, რომელზეც რუსეთმა გადასახადი გაზარდა არ მოხვდა სპირტის მაღალი შემცველობის პროდუქცია.
bm.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით გთავაზობთ TOP-5 ექსპორტიორი კომპანიის ჩამონათვალს:
- სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა;
- შპს bolero & company;
- შპს ასკანელი ძმები;
- შპს კ და ქართული სპირტი;
- შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა.
ცნობისთვის, სტატისტიკა შემთხვევითობის პრინციპით არის დალაგებული და არა ექსპორტის მოცულობის.
განახლება:
სტატისტიკის სამსახურიდან მოწოდებული პირვანდელი ინფორმაციით, ხუთეულში შპს ინტერნეიშენალ ტრეიდ კო და შპს გდგ იყვნენ. შემდეგში, უწყებამ დააზუსტა, რომ ეს ორი კომპანია, რუსეთში ექსპორტიორებს შორის არ არის და განაახლა ჩამონათვალი.