საქართველომ 2024 წლის 5 თვეში სპირტიანი სასმელების ექსპორტით 104.3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 52.2%-ით მეტია. ზრდა, ძირითადად რუსეთის ხარჯზე მოდის, სადაც ექსპორტი 212.7%-ით არის გაზრდილი. მასზე მოდის ექსპორტის წილის 55.6%.
1-ელი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, აქციზი 3-ჯერ გაიზარდა. შედეგად, მაისში რუსეთში 4 მლნ 990 ათასი დოლარის ღირებულების 1 616 ტონა ღვინო გავყიდეთ, რაც ღირებულებაში 70%-ით, ხოლო მოცულობაში 73%-ით ნაკლებია. პროდუქციას შორის, რომელზეც რუსეთმა გადასახადი გაზარდა არ მოხვდა სპირტის მაღალი შემცველობის პროდუქცია.
სპირტიანი სასმელების საექსპორტო ბაზრების ხუთეული კი იანვარ-მაისში ასეთია:
- რუსეთი - $55.9 მლნ-ს 14 720 ტონა;
- სომხეთი - $14.3 მლნ-ს 4 094 ტონა;
- უკრაინა - $10.4 მლნ-ს 3 893 ტონა;
- ბელარუსი - $6.3 მლნ-ს 1 702 ტონა;
- საფრანგეთი - $5.2 მლნ-ს 2 280 ტონა.
წლიურ ჭრილში, სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი, 196.1 მლნ გასულ წელს მიიღო. მაშინაც, მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო, სადაც 67.4 მლნ აშშ დოლარის სპირტიანი სასმელები გაიყიდა.