მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში სტაბილური პარტნიორი იმის საფუძველს არ გვაძლევს, რომ მასთან ურთიერთობის გაწყვეტაზე ვიფიქროთ - “აქტო ჯგუფი”

62448c836ba10
ლიკა გურაბანიძე
03.04.22 00:00
1175
ღვინის მწარმოებელ “აქტო ჯგუფში” ჯამური ექსპორტის 20% რუსეთზე მოდის, დანარჩენი კი კომპანიას სხვა ქვეყნებში გააქვს. როგორც “აქტო ჯგუფის” გენერალური დირექტორი გიორგი ეზუგბაია აღნიშნავს, მარტის ბოლოს თვის დასაწყისთან შედარებით, რუსეთის ფედერაციასთან ბიზნეს ურთიერთობები აღადგინეს, რადგან რუსეთის ბაზარს სტაბილურ პარტნიორად განიხილავენ.

“რუსეთის გარდა, სხვა ბაზრებზე დივერსიფიცირებაზე აქცენტი თავიდანვე გვქონდა, რაც ამ კრიზისის პერიოდის მეტნაკლებად უმტკივნეულოდ გავლაში დაგვეხმარა. დღეს მხოლოდ რუსეთზე საუბარი პრობლემების ერთი ნაწილია, აქ პრობლემაა უკრაინა და ბელარუსის ბაზარიც. ეს სამი ქვეყანა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების ტოპ ხუთეულშია. უკრაინის ბაზარზე საომარი მოქმედების გამო ყველაფერი შეჩერებულია. რუსეთში სანქცირებულია ბანკები და კომპანიები ანგარიშსწორებას უცხოურ ვალუტაში ვერ ახორციელებენ, ხოლო სხვა არასანქცირებულ ბანკებთან მარტის თვის ბოლოს ურთიერთობები აღდგა და ანგარიშსწორების შესაძლებლობაც გაჩნდა.

ჩვენი კომპანიისთვის მარტის თვე ორ ნაწილადაა დაყოფილი: მარტის პირველი ნახევრიდან პარტნიორ კომპანიებთან გადალაგება ხორციელდებოდა, ხოლო თვის მეორე ნახევრიდან სიტუაცია ნორმალიზებისკენ წავიდა და მიწოდებები გავაგრძელეთ. ახალი ბაზრების ათვისებაზე მუდმივად ვფიქრობთ, თუმცა სტაბილური პარტნიორი, იგივე რუსეთის ფედერაციაში იმის საფუძველს არ გვაძლევს, რომ მასთან ურთიერთობის გაწყვეტაზე, ან ჩანაცვლებაზე ვიფიქროთ. ეს რთული პერიოდი მანაც ოპტიმალურად სწრაფ დროში დაძლია და ჩვენც", - განაცხადა ეზუგბაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები