რუსეთში წლიურმა ინფლაციამ გასულ კვირას 7.15% შეადგინა.
როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით გაირკვა, საანგარიშო პერიოდში საკვებ პროდუქტებზე ფასები 0.26%-ით გაიზარდა.
ამ მიმართულებით მთავარი გავლენა ხილ-ბოსტნეულზე ფასების 0.73%-იანმა მატებამ იქონია. სხვა კატეგორიის სასურსათო საქონლის ღირებულებამ კი, წინა კვირის მონაცემის მსგავსად, 0.21%-ით მოიმატა.
პარალელურად, არასასურსათო პროდუქციის სექტორში ფასები 0.10%-ით შემცირდა. მონიტორინგს დაქვემდებარებული მომსახურების ღირებულებამ კი 0.01%-ით დაიკლო.
ცნობისთვის, რუსეთის ეკონომიკურმა უწყებამ ფასების დინამიკის მიმოხილვა 13-19 ოქტომბრის მონაკვეთში ჩატარებულ დაკვირვებაზე დაყრდნობით მოამზადა.






















