მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში წლიურმა ინფლაციამ 7.17%-ს მიაღწია

რუსეთის საგარეო

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 7.17%-ს მიაღწია. როგორც ირკვევა, 29 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სამომხმარებლო ფასები 0.96%-ით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან კი ამ მაჩვენებელმა 5.94% შეადგინა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, გასულ კვირაში ბენზინის ფასი 0.29%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში მატებამ 22.55% შეადგინა. რაც შეეხება სურსათს, ამავე პერიოდში პროდუქტები 0.17%-ით გაძვირდა, წლიურმა ზრდამ კი 5.18% შეადგინა. ამასთან, 0.13%-ით გაიზარდა არასასურსათო საქონლის ღირებულება, რომლის წლიური ინფლაციაც 6.53%-ით განისაზღვრა.

პარალელურად, ერთი კვირის განმავლობაში მომსახურების სექტორი 5.14%-ით გაძვირდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტურისტული და საყოფაცხოვრებო სერვისების საფასურის მატებას ძირითადად კომუნალური გადასახადების ინდექსაცია განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები