რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი რუსულ სახელმწიფო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთს ესმის საქართველოს მთავრობის სურვილი დაასრულოს დასავლეთის დიქტატი საქართველოსთან მიმართებით.
"ვხედავთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ისწრაფვის ქვეყნის სუვერენიტეტის აღსადგენად. ჩვენ გვესმის, რომ თბილისს საგარეო დიქტატის დასრულების მცდელობა აქვს და ნაბიჯებს დგამს საქართველოს იდენტობის დასაცავად", - ამბობს ის.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმითვე, მზად არიან გააღრმაონ რუსეთ-საქართველოს კავშირები.
"მჯერა, საქართველო რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს თუ რამდენად დიდი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზით, თუმცა ეს მათი საქმეა", - განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ TASS-თან ინტერვიუში.




























