მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთზე ენერგორესურსებით დამოკიდებულების ზრდა ხაფანგში თავის შეყოფაა“ - არჩილ მამათელაშვილი

ენერგეტიკა

„ენერგორესურსებით დამოკიდებულების ზრდა ხაფანგში თავის შეყოფაა“ - ასე ეხმაურება ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი საქართველოს რუსულ გაზზე დამოკიდებულების გაზრდას.

როგორც ცნობილი გახდა, საქართველო წელს რუსეთიდან 2-ჯერ მეტი გაზის მიღებას ვარაუდობს. ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს გაზის მოთხოვნა / მიწოდება 2.8%-ით გაიზრდება. სულ ქვეყანა 3.322 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივ გაზს მიიღებს, მათ შორის 400 მლნ კუბ. მეტრს რუსეთიდან, რაც 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე ანუ 200 მლნ-ზე ორჯერ მეტია.

„გახსოვთ ალბათ 2006 წლის იანვარში რაც მოხდა, მილსადენი ააფეთქეს, ასევე აფეთქდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, ფაქტობრივად ენერგეტიკულ ბლოკადაში მოექცა საქართველო. რა თქმა უნდა ეს საშიშია და საფრთხილოა ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა. ეს არის ხაფანგში თავის გაყოფა, ხაფანგში ყველია ხომ?!.

საჭიროა ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა, რომელიც ჩაანაცვლებს გაზის მოხმარებას. ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთზე ენერგორესურსებით დამოკიდებულების ზრდა არის ხაფანგში თავის შეყოფა“,- აცხადებს ენერგეტიკოსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები