მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსი მიგრანტები მომხმარებლებს ეგვიპტეში, ტაილანდსა და თურქეთში გამყვან ტურებს სთავაზობენ”-ცოტნე ჯაფარიძე

644fce7fbbdf2
ანუკა ჯოხაძე
02.05.23 01:00
998

უცხოელი გიდების 99% დღეს რუსეთის მოქალაქეა- ამის შესახებ BM.GE-ის "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა. როგორც ჯაფარიძე ამბობს, რუსეთის მოქალაქეებმა ქართული ტურისტული ბაზრის ათვისება იმდენად აქტიურად დაიწყეს, რომ მომხმარებლებს საქართველოდან გამყვან ტურებსაც კი სთავაზობენ.

“გამყვანი ტურებითაც არიან დაკავებულები. ეგვიპტე, თურქეთი, ტაილანდი. მთლიანად მოედნენ სფეროს. ეს იქნება სამთო სათხილამურო, სათავგადასავლო, ჯომარდობა. ღვინის ტურებია პოპულარული. ყველა პლატფორმას იყენებენ. ასპონსორებენ პოსტებს, არეკლამებენ ტურებს.

ჩემი კოლეგების ნაწილ ითხოვს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ლიცენზირების შემოღებას, რაც ჩემთვის გაუგონარი რეგულაციაა. როგორც შეიძლება სახელმწიფოს ეხვეწებოდე დამარეგულირეო და ჩაერთე ბერკეტებით რომ თავი უკეთესად ვიგრძნო ბაზარზე. ახლა ამის წინააღმდეგი ვარ, მითუმეტეს მაშინ, როცა ტურიზმის ინდუსტრია საკმაოდ რთული აღდგენის პროცესშია.

გამოსავალია ის, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტს არ ჰქონდეს საქმიანობის დაწყების უფლება, რა თქმა უნდა, არც იმის უფლება რომ უძრავ მოძრავი ქონება შეიძინოს და აქ კომფორტულად გრძნობდე თავს.”-აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.

"ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებლის თქმით, მსგავსი ფაქტები გრძელვადიან პერსპექტივაში სულ მცირე მომსახურების ხარისხს დააზიანებს, რაც ქვეყნისთვის ისედაც გამოწვევაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები