რა მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და როგორია მათი პოლიტიკური განწყობები - კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ახალი კვლევას წარადგინა. კვლევისთვის მონაცემები 2023 წლის აპრილსა და მაისში შეგროვდა. ჯამში რუსეთის 1008 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევამ მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა: რუსეთის დატოვებისა და საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის ძირითადი მიზეზები, ასევე დამოკიდებულებები რუსეთისა და საქართველოს მთავრობების მიმართ.