მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსი მილიარდერების რიცხვი 123-დან 88-მდე შემცირდა - Forbes-ის რეიტინგი

6261283c17619
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.22 13:00
1481

Forbes-ის რუსულმა რედაქციამ 2022 წლის უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული „სპეცოპერაციის“ პირობებში დასავლეთის მიერ დაწესებულის სანქციების გამო რუსი მილიარდერების ქონება 42%-ით შემცირდა და 353 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო უმდიდრესი ბიზნესმენების რიცხვი 123-დან 88-მდე შემცირდა. შეიცვალა ლიდერი მილიარდერების ჩამონათვალიც.

Forbes-ის ბრენდის არსებობის 18-წლიანი ისტორიის მანძილზე მაისის ნომერში ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი მრგვალი რიცხვით არ იქნება წარმოდგენილი. რედაქციის ცნობით - 2004-2010 წლებში Forbes რუსი მილიარდერების „ოქროს ასეულს“ აქვეყნებდა, ხოლო 2011-2021 წლებში კი რეიტინგში 200 უმდიდრესი რუსი ბიზნესმენი შედიოდა.

„წელს გადავწყვიტეთ მაისში ჩვენი მთავარი რეიტინგი არ გამოვაქვეყნოთ და 88 რუსი მილიარდერით შემოვიფარგლოთ, რომელიც აპრილის დასაწყისში ამერიკული Forbes-ის გლობალურ სიაში მოხვდა“, - აცხადებენ რედაქციაში.

რაც შეეხება თავად რეიტინგს და იმას თუ ვინ ინაწილებს TOP-10-ეულში ადგილებს. მათი სია შემდეგნაირია:

1. ფოლადის მწარმოებელი საერთაშორისო ჯგუფი NLMK-ს ერთ-ერთი მფლობელი ვლადიმერ ლისინი.
ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 87
ქონება: $18.4 მლრდ დოლარი
ცვლილება: -$7.8 მლრდ;

2. „ინტერროსისა“ და „ნორილსკი ნიკელის“ პრეზიდენტი ვლადიმერ პოტანინი
ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 97
ქონება: $17.3 მლრდ;
ცვლილება: -$9.7 მლრდ;

3. Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი
ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 123
ქონება: $15.1 მლრდ დოლარი;
ცვლილება: -$2.1 მლრდ

4. რუსული გაზის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Novatec-ის მმართველობის ხელმძღვანელი ლეონიდ მიხელსონი
ადგილი გლობალურ რეიტინგში: 130
ქონება: $14 მლრდ;
ცვლილება -$10.9 მლრდ

5. ფოლადის მწარმოებელი კომპანია „სევერსტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მორდაშოვი და ოჯახი
ადგილიო საერთაშორისო რეიტინგში: 138
ქონება: $13.2 მლრდ;
ცვლილება: -$15.9 მლრდ

6. საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგ LetterOne-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ ფრიდმანი
ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 161
ქონება: $11.8 მლრდ
ცვლილება: -$3.7 მლრდ

7. მეტალურგიული, სამთო მოპოვებითი, ტელესაკომუნიკაციო და ტექნოლოგიური ბიზნესების აქტივების მმართველი ჰოლდინგის USM-ის დამფუძნებელი ალიშერ უსმანოვი
ადგილი გლობალურ რეიტინგში: 167
ქონება: $11.5 მლრდ
ცვლილება: -$6.9 მლრდ

8. კერძო ინვესტორი გენადი ტიმჩენკო
ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 173;
ქონება: $11.3 მლრდ
ცვლილება: -$10.7 მლრდ

9. Eurochem Group-ის დამფუძნებელი ანდრეი მელნიჩენკო
ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 177
ქონება: $11.1 მლრდ
ცვლილება: -$6.8 მლრდ

10. ნავთობკომპანია „ლუკოილის“ პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი
ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 188
ქონება: $10.5 მლრდ
ცვლილება: -$14.4 მლრდ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები