მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსი მილიარდერი 3 საავადმყოფოს მშენებლობას დააფინანსებს

5e8315f1364b5
ეკა ბაშარული
31.03.20 14:04
1181
რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა, კორონავირუსით დაავადებულების სამკურნალოდ ირკუტსკის ოლქში 3 ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობას დააფინანსებს, - წერს Forbes.ru ირკუტსკის ოლქის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

საერთო ჯამში, 160 საწოლზე გათვლილი საავადმყოფოების მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

ირკუტსკის ოლქში დერიპასკას ორი კომპანია, UC Rusal და En+ ოპერირებს.

ჯერ კიდევ 14 მარტს, ოლეგ დერიპასკამ, ხელისუფლებას რუსეთში სრული კარანტინის შემოღებისკენ მოუწოდა.
მილიარდერმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის მზად ეპიდემიასთან ბრძოლისთვის, ხოლო „მოქალაქეები უსაფრთხოების საბაზისო ნორმებსაც კი არ იცავენ“.

ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ერთხელ უკვე შეეჯახა ებოლას ეპიდემიას გვინეაში და დაავადების შეჩერება, მხოლოდ იზოლაციით, სამხედროების, პოლიციის და ექიმების წყალობით გახდა შესაძლებელი.

დერიპასკას აზრით, თუ კორონავირუსის ეპიდემია უკონტროლო გახდება, „ამას გავლენა ექნება ხელისუფლებაზე, უფრო სერიოზული, ვიდრე - 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლას ჰქონდა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები