მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსნეფტს", რომელიც ნავთობს საქართველოს აწვდის, ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

რუსნეფტი

დიდი ბრიტანეთის სახაზინო დეპარტამენტმა რუსულ კომპანია “რუსნეფტს” სანქციები დაუწესა. განმარტებისთვის, საუბარი არაა რუსული ნავთობ-ინდუსტრიის გიგანტ Rosneft-ზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია.

აღსანიშნავია, რომ “რუსნეფტთან” ერთად, ბრიტანული ფინანსური შეზღუდვები სხვა არაერთ ნავთობკომპანიას, მათ შორის Rusneftegaz-ს, NNK Oil-სა და Tatneft-ს დაუწესდა. ამასთან, სანქციები შეეხო რუსეთის 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

ცნობისთვის, Reuters-ი მიმდინარე წლის ოქტომბერში წერდა, რომ “რუსნეფტმა” საქართველოსთვის ნავთობის მიწოდება დაიწყო, როცა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში ნედლი მასალის პირველი პარტია ჩაიტანა. მაშინ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 105,340 ტონა ციმბირული ნავთობით დატვირთული გემი “კაისერი” ნოვოროსიისკის პორტიდან ჩამოვიდა.

რაც შეეხება თავად ყულევის ქარხანას, მისი მშენებლობის პროცესში მონაწილეობა არამარტო “საქართველოს განვითარების ფონდმა", არამედ ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკმაც” მიიღეს. ყულევში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ობიექტი გასული წლის ოქტომბერში ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები