მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველი გადაიკეტა - საპროტესტო მარშის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ

დროშები

რუსთაველი გადაიკეტა - რესპუბლიკის მოედნიდან მარში პარლამენტთან დასრულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ღამის გათენებას საკანონმდებლო ორგანოსთან აპირებენ, რათა 25 ნოემბრის დილას დაგეგმილი პარლამენტის I შეკრება გააპროტესტონ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებს ჩაკეტილი აქვთ ჩიტაძის ქუჩა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დაგეგმილ პროტესტთან დაკავშირებით შსს-მა გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.

ამასთან, ხვალ, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

ცნობისთვის, დღეს ქალების მარშიც გაიმართა. შემდეგ კი ილიას უნივერსიტეტიდან თსუ-მდე პროფესორ-მასწავლებლებისა და ლექტორების საპროტესტო მსვლელობა შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები