რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ცოტა ხანში რუსთაველზე აქცია უნდა დაიწყოს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიის ლიდერები სიტყვით ცოტა ხანში მიმართავენ.
შეგახსენებთ,რომ ოპოზიციამ 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, აქცია 31 ოქტომბერს დააანონსა. მაშინ ითქვა, რომ ოპოზიციის ლიდერები მოქალაქეებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.