აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
მე-8 დღეა მოქალაქეები ქუჩაში "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო გამოდიან, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებას ეხება.
საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა ქუჩებში: ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებში სამართალდამცავები არიან განლაგებულები.