მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის გამზირზე მიწისზედა საფეხმავლო გადასასვლელები მოეწყობა - ვიქტორ წილოსანი

მერია

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე საფეხმავლო გადასასვლელები (ზებრა) მოეწყობა.

„არ შეიძლება, რომ 21-ე საუკუნეში დედაქალაქის გამზირზე ადამიანები სარგებლობდნენ მიწისქვეშა გადასასვლელებით. ჩვენ თუ გვინდა, ვიყოთ ცივილური სამყაროს წევრი, ეს არის სირცხვილი“ - თქვა ვიქტორ წილოსანმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

კითხვაზე - მიწისქვეშა გადასასვლელები გაუქმდება თუ არა - თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა თქვა, რომ ვისაც სურვილი ექნება, ის ჩვეულებრივი ისარგებლებს.

ჟურნალისტის რეპლიკას - რუსთაველის გამზირზე ზებრა გადასასვლელების მოწყობა მოძრაობას კიდევ უფრო ხომ არ შეაფერხებს - ვიქტორ წილოსანმა ასეთი პასუხი გასცა:

„ქალაქი ადამიანების არის თუ ავტომობილების? არ შეიძლება ვთქვათ, რომ ქალაქი არის იმ ადამიანების, ვისაც ჰყავს ავტომობილი. ქალაქი ყველასია - ვინც ქვეითად გადაადგილდება, ვინც ველოსიპედით გადაადგილდება, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება და მერწმუნეთ, ამ ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე მათი, ვინც გადაადგილდება ავტომობილით, მაგრამ ზუსტად იგივე პროპორციით ავტომობილის მფლობელ მოქალაქეებს გაცილებით მეტი სივრცე უჭირავთ ქალაქში, ვიდრე - დანარჩენებს; ეს არის ქალაქისთვის შეუსაბამო“.

2024 წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტის ღირებულება 90 მლნ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები