მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ბიუჯეტს 90 მლნ ლარი დაუჯდება - მერია

რეაბილიტაცია

დღეს გამართულ დედაქალაქის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან “თბილისის განვითარების ფონდი” რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომელიც, სავარაუდოდ, 2 წელს გაგრძელდება.

ამ საკითხზე სხდომის შემდგომ მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმაც ისაუბრა და განმარტა, რომ საპროექტო სამუშაოების ტენდერი იანვრიდან გამოცხადდება.

“პირველ ეტაპზე საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა მოხდება, ტენდერებს, რომლებიც რამდენიმე ლოტად იქნება წარმოდგენილი, იანვრიდან გამოვაცხადებთ და რამდენიმე თვეში ამ პროცესს დავასრულებთ. შემდეგ ეტაპზე დაიწყება შენობა-ნაგებობების ფასადების, სახურავების რეაბილიტაცია და გამაგრება და ბოლო ეტაპზე მოეწყობა საგზაო ნაწილი”, - განმარტავს ირაკლი ბენდელიანი.

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია განსაზღვრული, საიდანაც 60 მილიონი შენობების რეაბილიტაციისთვის, 30 მილიონი კი საგზაო ნაწილის მოწყობისთვის დაიხარჯება.

რაც შეეხებათ ახალ შენობებსა და სასტუმროებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ახლახან აშენდა ან რეაბილიტირდა, ბენდელიანის განმარტებით, ექნებათ კომუნიკაცია მესაკუთრეებსა და მცხოვრებლებთან და უმეტესად კერძო სახლების რეაბილიტაცია იგეგმება.

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება - კალაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები