მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - პროტესტის მე-12 დღე

რუსთაველი საპროტესტო აქცია

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - ამ წუთებში პროტესტის მე-12 დღე მიმდინარეობს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები