მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ის რაც ხდება, თქვენი პასუხისმგებლობაა... გამოითხოვეთ კანონი" - ხაზარაძე ხელისუფლებას

6408ed407c597
BM.GE
09.03.23 00:05
737
პოლიტიკური პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს. იგი ამბობს, რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

მან ხელისუფლებას ე.წ. აგენტების კანონის პარლამენტიდან გამოთხოვისკენ მოუწოდა.

"მივმართავ ხელისუფლებას, ის რაც ხდება, მათი სრული პასუხისმგებლობაა, გამოსულები არიან ბავშვები, ახალგაზრდობა, რომლებიც ითხოვენ ერთ რამეს, რომ ჩვენი ქვეყანა "ქართულმა ოცნებამ", ივანიშვილმა არ შეიყვანოს, იქ , საიდანაც გამოსვლასაც თაობები დასჭრიდა და ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაჯდა ეს ყველაფერი.

ამიტომ მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას, ამის გამოხატვა შესაძლებელია მხოლოდ თქვენ მიერ ამ კანონის გამოტანით.

ეს ბრძოლა არ დამთავრდება, ეს ბრძოლა არის თავისუფლებისთვის და სამშობლოსთვის. ეს ბრძოლა გაგრძელდება და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება", - თქვა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები