მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გახლიჩა და აპირისპირებს - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გახლიჩა და აპირისპირებს - ამის შესახებ ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძემ აქციაზე განაცხადა, სადაც "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

ხაზარაძე ივანიშვილს მიმართავს და ეუბნება, რომ საზოგადოება პროტესტით არ დაიღლება:

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში დაამყაროს რუსული დიქტატურა, ეს არის მთელი სცენარი. ივანიშვილი თავის საცეცებით ყოფს ქვეყანას და აპირისპირებს საზოგადოებას. მინდა ვუთხრა, რომ ამ კანონის და რუსიფიცირება საქართველოში არ გამოუვა, ამდენ ადამიანს ვერ დააჩოქებს... ჩვენ ვიქნებით აქ, მანამ, სანამ საქართველო არ გაგისტუმრებს ამ პოლიტიკური არენიდან, შენ ამ ქვეყანას მოუტანე დიდი ზიანი, ქვეყანა გახლიჩე და აპირისპირებ და ამას არ შეგარჩენთ,“ - ამბობს ხაზარაძე.

ხაზარაძემ ასევე მიმართა, რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებსაც.

"არ მოგასვენებთ, იმიტომ, რომ თქვენ ემსახურებთ რუსეთს, რუსულ დიქტატურას და საქართველოს ყოფთ და საქარტველოს გაყოფა არავის შერჩენია" - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები