მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავლის შესახებ ივანიშვილის ხედვის მოსმენით... ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ" - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

"გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავლის შესახებ ივანიშვილის ხედვის მოსმენით... ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ" - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

"გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავლის შესახებ ივანიშვილის ხედვის მოსმენით. განადგურებული ვარ ურთიერთობის მოულოდნელი ცვლილებით ქვეყნებთან, მათ შორის ლიეტუვასთან, რომლებიც საქართველოს უახლოესი მოკავშირეები იყვნენ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ

მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქართველები, ისევე როგორც ლიეტუველები, მარადიულად თავისუფლები არიან და თავისუფლება ყოველთვის აყვავდება.

ჩვენ მხარს ვუჭერდით ქართველებს თქვენი ნამდვილი დამოუკიდებლობის პირველი ყვავილობის მომენტიდან. ლიეტუველები გულშემატკივრობდნენ თქვენს გამარჯვებას, ჩვენ ვიდექით მხარ და მხარ, როცა რუსეთი თავს დაგესხათ, ჩვენ ვტიროდით თქვენი როგორც ადამიანური, ასევე მიწის დაკარგვის გამო", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები