მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა. ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

სს
15.05.24 22:40
591

ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა და ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ, - ასე მიმართა "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

"მე მინდა ქართველი ხალხისთვის მომავალი, სადაც ევროპული მომავალი გარანტირებული იქნება. ჩვენ ეს მოგზაურობა ერთად დავიწყეთ და ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა. ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ. მაგრამ ყველა ჩვენგანმა ჩვენით უნდა გამოვძერწოთ ჩვენი ერების ბედი, ასეთი შესაძლებლობები ძალიან იშვიათია და ყველაფერს აქვს თავისი ფასი.

ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს მიმდინარე პოლიტიკა საქართველოს მომავლისთვის, სწორედ ამიტომ ვსვამთ კითხვას: სად მივდივართ? - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები