მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებული ივანიშვილი, როგორ აპირებს ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას? - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

დღეს, ივანიშვილმა აღიარა, რომ დასანქცირებულია ამერიკის და ევროპის მიერ და აღიარა ისიც, რომ ჩრდილოვანი მმართველია, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე განაცხადა.

"ივანიშვილი თუ დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ მაშინ როგორ აპირებს, თავისი რუსული პარტიით ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას?!

ეს იყო დამარცხებული პარტიის ყრილობა, ეს იყო პუტინისგან დავალება მიღებული, დამფრთხალი ბიძინას ქმედება საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად.

ზუსტად ამიტომ დასრულდება რუსული პოლიტიკა 2024-ში საქართველოში, ზუსტად ამიტომ გავიმარჯვებთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად", - წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ: "ქართული ოცნების" ყრილობამ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩია.

როგორც ივანიშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისი პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები