„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ბარათაშვილის ხიდზე „გამაფრთხილებელი პიკეტირება მოეწყობა“. ამის შესახებ მან რუსთაველზე გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები 26 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ.
"გრძელვადიან ბრძოლაში ვართ და ხელისუფლებას უნდა ვანახოთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი. მოგმართავთ, რომ დავიძრათ და გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ ბარათაშვილის მხარეს, მხოლოდ მოძრაობით და მხოლოდ ასეთი მოქმედებით შევძლებთ, რომ გამოვაფხიზლოთ მთელი ქალაქი, რომელმაც მოიგო არჩევნები. მე და ჩემი მეგობრები გაგიძღვებით, არ იქნებით მარტო,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.