დღეს, 19:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეები ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე უკვე იკრიბებიან.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებშიც მოქალაქეები წერენ, რომ თვითორგანიზებით სხვადასხვა რეგიონებიდან დედაქალაქისკენ მოდიან და საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
პარალელურად, პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ხოლო უმაღლესი საკანონმდებლო შენობის უკან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ დღეს ხელისუფლება აქციაზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ელიან. პრემიერმა სამართალდამცველებს მაქსიმალური მოთმინებისკენ მოუწოდა.