რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. პარლამენტთან მომიტინგეთა მცირე ნაწილი რჩება, რადგან "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამოსულმა აქციის მონაწილეების ნაწილმა “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეების ნაწილი ახლაც “ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფება და პროტესტს იქ განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დღეს ესტონეთის, ისლანდიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აქციაზე იმყოფებოდნენ. მათ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.
უცხოელი დიპლომატები თავდაპირველად გმირთა მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მიმდინარე მოქალაქეების მსვლელობას შეუერთდნენ.
მათ ქართველ ხალხს მხარდაჭერა დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ისინი ქართველ ხალხს არ მიატოვებენ.