მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

640887cbe8eba
მარიამ ვარადაშვილი
08.03.23 17:00
1201
ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. დღეს, 8 მარტს, ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს, თბილისსა და სხვა ქალაქებში ქალთა მარში – „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!“ იმართება.

აქციაზე აპროტესტებენ პარლამენტში რეგისტრირებულ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ მომზადებულ კანონპროექტებს, რომელთაგან ერთ-ერთს გუშინ პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.

“8 მარტს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში მარშს ვმართავთ, რომელშიც ვმონაწილეობთ ყველა, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებს რუსული კანონის მიღება. Ჩვენ ვართ ყველგან და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას!-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

გუშინ თბილისში მოჰყვა პარლამენტის მიერ 7 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას, რასაც ეწინააღმდეგებიან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები.