მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავი 2-ის სარეკლამო შემოსავალი 7 მლნ ლარით შემცირდა

5e4fc3717b3b9
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.20 16:00
2232

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) დღეს ქართული ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 2019 მეოთხე კვარტალში ყველაზე დიდი კლება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შემოსავლებმა განიცადა. შესაბამისად, არხის შემოსავლების კლება რუსთავი 2-ში ახალი მენეჯმენტის მისვლას და სატელევიზიო ბაზარზე ორი ახალი მოთამაშის - "ფორმულას" და "მთავარი არხის" შექმნას ემთხვევა. 

"მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი კლება, მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ჰქონდა. კერძოდ „რუსთავი 2“-მა 2019 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7,336,934. 00 ლარით ნაკლები სარეკლამო შემოსავალი მიიღო,"- ნათქვამია ანგარიშში.

ახალმა მაუწყებელმა, "მთავარმა არხმა" 2019 წლის მეოთხე კვარტალში 2.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ტელეკომპანია "პირველის" სარეკლამო შემოსავალი კი 1.4 მილიონი ლარი იყო. 

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. 

2019 წლის მეოთხე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა: 

· ტელეიმედი - 9,891,702.51 ლარი 
· სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 5,009,224.00 ლარი 
· მთავარი არხი - 2,426,619.30 ლარი 
· ტელეკომპანია პირველი - 1,423,321.00 ლარი
· საზოგადოებრივი მაუწყებელი - 656,171.18 ლარი  
· სილქნეტი - 614,660.89 ლარი 
· ჯი-დი-ეს თივი - 600,787.79 ლარი 
· სეტანტა ჯორჯია - 277,271.35 ლარი 
· რ.ბ.ჯ. – 143,408.50 ლარი 
· ტვ 25 – 133,989.90 ლარი 
· ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი - 123,235.52 ლარი 
· სტუდია პულსი - 86,964.37 ლარი 
· ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია - 84,860.00 ლარი 
· სტუდია მაესტრო - 118,025.00 ლარი 
· პალიტრა Tv – 158,902.45 ლარი 
· რაგბი ტვ - 96,649.00 ლარი 
· არასამეწარმეო კავშირი ობიექტივი - 70,000.00 ლარი
· ტელეკომპანია „კავკასია“ – 64,241.13 ლარი 
· ტელერადიოკომპანია რიონი - 47,791.94 ლარი 
· დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში - 32,784.75 ლარი 
· სხვა - 431,697.56 ლარი 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები