რუსთავი ინფოს ინფორმაციით, იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული წყალი ქალაქში აღარ შემოვა და ქუჩების დატბორვა გამოირიცხება. სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარების გამო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ინფრასტრუქურულ სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით ბიუჯეტიდან 15 582 681 ლარი გამოიყო, ხოლო გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში უნდა დაასრულოს.


































