მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრობა გაძვირდა - „ინფო რუსთავი"

რუსთავში მგზავრობა
20.09.26 10:58
179

საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ცნობით, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზე მგზავრობის საფასური 50 თეთრით გაიზარდა.

მედიასაშუალებას რამდენიმე მგზავრი დაუკავშირდა და აცნობა, რომ ტრანსპორტით სარგებლობის ტარიფი დილიდან შეიცვალა. „ინფო რუსთავი“ გაესაუბრა ერთ-ერთ მძღოლსაც, რომელმაც დაადასტურა, რომ ამიერიდან ყველა მარშრუტზე მგზავრობის ფასი 3 ლარი გახდა.

„ყველა ხაზი გაძვირდა. საწვავის გამო გაძვირდა 50 თეთრით. ჩვენც არ ვიცოდით, კომპანიამ გუშინ საღამოს გვაცნობა, რომ ხვალიდან ივლით 3 ლარადო“, - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა სააგენტოსთან საუბარში.

არსებული წესით, კომპანია ვალდებულია ფასების გაზრდამდე წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტს და საკითხი განსახილველად საკრებულოზე გამოიტანოს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, კომპანიას აღნიშნული პროცედურა არ გაუვლია და ტარიფი საკრებულოში განხილვის გარეშე გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები