მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობა 3 ლარამდე გაძვირდა

მიკროავტობუსი

საწვავის ფასის მორიგი აღმასვლის პირობებში საქართველოში საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა. ამჯერად, მგზავრობის ტარიფები გაზარდა კომპანია “ინტერტრანსმა”, რომლის მიკროავტობუსებიც მგზავრებს თბილისი-რუსთავის ხაზზე ემსახურება. როგორც მძღოლები bm.ge-სთან აცხადებენ, თუ აქამდე მგზავრობის ტარიფი 2,50 იყო, 19 სექტემბრიდან 3 ლარი გახდა. მათი თქმით, მგზავრობის გაძვირების მთავარი მიზეზი საწვავზე გაზრდილი ხარჯია.

“საწვავის ფასი მაქსიმუმ იყო 3,20 და გახდა 4,70. ახლა გადათვალეთ, რამდენია ხარჯი და რამდენით გაძვირდა საწვავი. ამის გამო გაძვირდა მგზავრობაც. მგზავრობის ტარიფი 50 თეთრით გაიზარდა და 3 ლარი გახდა”, - აცხადებს bm.ge-სთან თბილისი-რუსთავის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსის ერთ-ერთი მძღოლი.

თბილისიდან რეგიონების მიმართულებით მგზავრობა საწვავის გაძვირების პირველი ტალღის დროს, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაძვირდა 5 ლარით, დიდუბისა და ორთაჭალის ავტოსადგურების ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ჩვენთან ინტერვიუში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მგზავრთგადამყვანებს მგზავრობის მორიგი გაძვირების განაცხადით მათთვის არ მიუმართავთ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ თუ საწვავის ღირებულება მის გონივრულ დონეს არ დაუბრუნდა, მგზავრთგადამყვანებს ტარიფის გადახედვა ისევ მოუწიოთ.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის აღმასვლის პარალელურად საწვავი გაძვირებას განაგრძობს საქართველოშიც. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე რეგულარის ფასი 3.90 თეთრამდე გაიზარდა, დიზელის ღირებულება კი 4,70 თეთრს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები