მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობას EIB დააფინანსებს

BM.GE
27.11.18 10:15
1190
რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობას საქართველოს მთავრობასთან ერთად ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს. ამის შესახებ განცხადება ინფრასტრუქტრურის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ირაკლი ქარსელაძემ ინფო რუსთავს განუცხადა, 2019 წლის დასაწყისში მომზადდება საბოლოო პროექტი, პროექტირების დასრულების შემდეგ კი ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება. რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულებით დაგეგმილია 35 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა და მისი სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი იქნება.


https://inforustavi.ge/?m=31&news_id=7826.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები