მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე $200-მილიონიანი მაგისტრალის მშენებლობის ზედამხედველი კომპანიის ტენდერი გამოცხადდა

გზა მაგისტრალი

საქართველოს მთავრობა რუსთავიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 32-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობაზე 202 მილიონი დოლარის (187 მილიონი ევროს) დახარჯვას გეგმავს. ამისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი გზების მშენებლობის ზედამხედველი კომპანიის შესარჩევად.

გზის მშენებლობის ზედამხედველი კომპანიის ტენდერის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს. სავარაუდოდ ზედამხედველი კომპანიის შერჩევის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერიც გზის მშენებელი კომპანიის შესარჩევად.

აღნიშნული გზა ორ ლოტად არის დაყოფილი, მათ შორის პირველი ლოტია რუსთავი-ალგეთის 21-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალი, ხოლო მეორე ლოტია ალგეთი წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) 10.9-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალი.

ახალი გზა პროექტის თანახმად, მეტწილად არსებული გზის პარალელურად გაივლის.

ახალი მაგისტრალის მშენებლობის ღირებულების უდიდეს ნაწილს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 150 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტით დააფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები