მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსთავის აზოტი” გაიყიდა

63bf137f2aedc
BM.GE
12.01.23 00:00
3636
სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“, რომელიც კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს წარმოადგენს, გაიყიდა.

კომპანიის აქციათა 100% მისმა მესაკუთრე კომპანიამ - სს „ე უ ინვესთმენთსმა“ გაყიდა. მყიდველი სინგაპურში ბაზირებული მულტი-ნაციონალური საერთაშორისო კორპორაცია - Indorama Corporation - ის ქართული შვილობილი კომპანია არის.

ინდორამა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი კონგლომერატია, რომელიც აერთიანებს მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტების მწარმოებელ საწარმოებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის კონტინენტებზე და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.

ინდორამა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სტრატეგიული ინვესტორია. კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს რუსთავის აზოტის საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები