მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსთავის აზოტის” შესყიდვით Indorama უმსხვილეს ინვესტორთა რეიტინგში მოხვდა

6482f746ec6b4
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.23 14:03
2507
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 496.6 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა. BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა იმ კომპანიების სია, რომლებშიც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო. მათ შორისაა სინგაპურულ Indorama Holding-ის ერთ-ერთი შვილობილიც, რომელმაც 2023 წლის იანვარში საქართველოს უმსხვილესი ქიმიური საწარმო “რუსთავის აზოტი” შეიძინა.

აღნიშნული ინვესტიცია Indorama-მ მისი ჰოლანდიური შვილობილის Indorama Holdings B.V.-ის მეშვეობით განახორციელა. BMG-ის ინფორმაციით, კომპანია ქიმიური საწარმოს განვითარებისთვის 200 მილიონი დოლარის ინვესტირებასაც გეგმავს

სწორედ ეს იყო ნიდერლანდების უმსხვილეს ინვესტორთა შორის მოხვედრის განმაპირობებელი ფაქტორი. მის გარდა, ახალ ინვესტორთა შორის მოხვდა კომპანია “აზია ჯგუფი”, რომელიც ყაზახური ინვესტიციით დაფუძნებული კომპანიაა, რაც თავისმხრივ ტოპ ინვესტირთა შორის ყაზახეთის მოხვედრის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. ინვესტორთა შორის მოხვდა ჩინეთის სახლემწიფო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალიც, თუმცა ეს უკანასკნელი არა ინვესტორი, არამედ სახელმწიფოს კონტრაქტორია, რადგანაც ის მთავრობის დაკვეთით რიკოთის საუღელტეხილო გზას აშენებს.

კომპანიები, რომლებშიც პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიციები ჩაიდო:

• შპს ექსელუს ჰოლდინგსი (Indorama);
• შპს მაგთიკომი;
• შპს თბილისი ენერჯი;
• შპს ტავ ურბან საქართველო;
• სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM Terminals);
• სს მინა;
• შპს ტოიოტა კავკასია;
• სს ბიჯეო ჯგუფი;
• შპს აზია ჯგუფი;
• ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა, საიდანაც 239.6 მილიონი ჩაიდო. ამ ქვეყნიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 630%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა იაპონია 63 მილიონის საინვესტიციო ნაკადით, ამ ქვეყნიდან შემოსული FDI პირველ კვარტალში 700%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები