მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსთავის აზოტის" თანამშრომლების ნაწილი ხელფასის ზრდის მოთხოვნით გაიფიცა

რუსთავის აზოტი

"რუსთავის აზოტის" თანამშრომლების ნაწილი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა "ტვ პირველს" განუცხადა, დირექციამ მათ 4%-იანი მატება შესთავაზა, რაც მისაღები არ არის.

"გაფიცულები ვართ ხელფასების მატებასთან დაკავშირებით. დირექციასთან გვქონდა დაახლოებით 3-4 შეხვედრა და ყველა შეხვედრიდან გამოვედით 4%-იანი მატებით, რომელიც არ არის მატება, ეს არის უბრალოდ ხალხის დამცირება. ჩვენ შევწყვეტთ პროტესტს, როდესაც იქნება 300-ლარიანი მატება, იქამდე ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნებით გაფიცულები.

დღეს, 12:00 საათის შემდეგ, რუსთავის აზოტის თანამშრომლების მიერ მოთხოვნილი ალტერნატიული პროფკავშირი ჩაეშვება საქმეში და ალტერნატიული პროფკავშირი დაიწყებს საქმის წარმოებას ისე, როგორც წესი და რიგია.

ცენტრალურ პროფკავშირს, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთ აქ მოსვლა, თქვენ ამ საქმეში ვერ ჩაერევით," - განაცხადა "რუსთავის აზოტის" ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

bm.ge თავად კომპანია "რუსთავის აზოტსაც" დაუკავშირდა შესაბამისი კითხვით და ველოდებით მათ პოზიციას.

სს რუსთავის აზოტი ამიერკავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა. კომპანია 2023 წლიდან კორპორაცია “ინდორამას” ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები