რუსთავის მეტალურგიულის დირექტორი პარლამენტს მიმართავს
BM.GE
13.06.18 09:30
• 911
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე პარლამენტს ანტიდემპინგური კანონის ამოქმედებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ანტიდემპინგური პროექტი მზად არის უკვე თუმცა 3 წელია და არ მიუღია პარლამენტს. როგორც ჩანს, მაშინ არ იყო პრიორიტეტული. ახლა კი დადგა ასეთი მომენტი და ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, შესაბამისად ეს კანონი უნდა ამოქმედდეს. საფრთხის წინაშეა მთლიანად ქართული ფოლადის ბაზარი. მარტის თვეში, ამერიკის მთავრობამ მიიღო 25%-იანი ტარიფი ფოლადის ნაწარმზე. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ჯაჭვური რეაქცია სხვადასხვა ქვეყნებიდან. არსებობს საკმაოდ დიდი საფრთხე, რომ ჩვენს რეგიონში გაჩნდება ფოლადის ჭარბი ნაწარმი, რომელიც ადრე სხვა ქვეყნებში შედიოდა. ახლა კი ეს ფოლადი, შესაძლოა, დემპინგური ფასით შემოვიდეს საქართველოში. წარსულშიც გვქონდა ასეთი მაგალითები, 2015 წელს, როდესაც ჩინეთმა მსოფლიო ფასები რადიკალურად დააგდო და კრიზისი გამოიწვია მთელ მეტალურგიულ დარგში. ჩვენ ძალიან მტკივნეულად დაგვარტყა ამან, მაგრამ მოვახერხეთ და გადავიარეთ ეს კრიზისი. ახლა კიდევ ახალი კრიზისის საშიშროების წინაშე ვდგებით, რაც დარგისთვისა და ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება.