მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში 10,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა იგეგმება

სტადიონი ფეხბურთი

ქალაქ რუსთავში 10,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევიდან ხდება ცნობილი. განაცხადის თანახმად, ახალი სტადიონი აშენდება არსებული ამორტიზებული სტადიონის ტერიტორიაზე. შესაბამისად, კონტრაქტორმა ჯერ ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული სტადიონის დემონტაჟი უნდა უზრუნველყოს.

“დაგეგმილია 10 000 მაყურებელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ძირითადი სტადიონის არქიტექტურულ და საინჟინრო გადაწყვეტებს, არამედ მასთან დაკავშირებული თანმდევი ინფრასტრუქტურის — მათ შორის სათადარიგო მოედნის, საშხაპეების, გასახდელების, პრესის და VIP სივრცეების, სადგომების, განათების, უსაფრთხოების სისტემებისა და სხვა აუცილებელი კომპონენტების სრულყოფილ გეგმას. აღნიშნული პროექტი შექმნის მყარ საფუძველს შემდგომი სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად და უზრუნველყოფს რუსთავში სპორტული აქტივობების, მათ შორის საფეხბურთო მატჩების, ახალგაზრდული პროგრამებისა და სხვადასხვა მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების გამართვას”, - ნათქვამია პროექტის აღწერაში.

პროექტით გათვალისწინებულია არანაკლებ 10 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, მათ შორის VIP და მედია ტრიბუნებიც.

პროექტთან დაკავშირებით კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა დღეის, 3 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ, რის საფუძველზეც პროექტის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება. მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს მომავალში ტენდერს გამოაცხადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები