მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს - მშენებლობაზე ₾81 მლნ იხარჯება

დევნილი ოჯახები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს. 4 ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს.

"სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

რუსთავის პარალელურად, დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსები თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომში შენდება",- აღნიშნავენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები