მეტი სკვერი სჭირდება აშკარად რუსთავს. რუსთავი ინფომ , ქალაქში ჰაერის დაბინძურების მონაცემებს ჩახედა, რომელსაც ონლაინ რეჟიმში გარემოს დაცვის სააგენტო აქვეყნებს და ამ მონაცემებით, რუსთავში გარემოს დამაბინძურებელი მყარი ნაწილაკების PM-10ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქისრდა. გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ახორციელებს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ავტომატური სადგურების საშუალებით საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორისაა რუსთავიც. ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
https://inforustavi.ge/?m=31&news_id=9102.


































