მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში მდებარე სოკოს საწარმო “თეთრი ქუდის” გადატანის საკითხი აღარ განიხილება - მერი

6488696022491
ანუკა ჯოხაძე
13.06.23 17:42
2557
რუსთავში მდებარე სოკოს საწარმოს “თეთრი ქუდის” მიმდებარე ტერიტორიაზე, უსიამოვნო სუნის პრობლემა მოგვარებულია. ამის შესახებ რუსთავის მერი აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ საწარმოს წარმომადგენელი BM.GE-სთან ჯერ კიდევ 2020 წელს აცხადებდა, რომ საწარმოს უსიამოვნო სუნის გამო ქალაქიდან მოშორებით გადაიტანდნენ, ვინაიდან პრობლემაზე ადგილობრივი მაცხოვრებლები წლების განმავლობაში საუბრობდნენ.

კომპანიის დირექტორმა საწარმოს გადატანის საკითხი 2022 წელსაც გააჟღერა. თუმცა, როგორც BM.GE-სთან რუსთავის მერი ამჟამად აცხადებს, საწარმოს გადატანა მათი მიზანი არ ყოფილა და მთავარი იყო უსიამოვნო სუნს ადგილობრივები არ შეეწუხებინა. 

“სოკოს საწარმოს გადატანა ჩვენი, რუსთაველების მიზანი არ იყო. ჩვენი მიზანი იყო, რომ გვესუნთქა ჰაერი და იმ უსიამოვნო სუნს, რომელიც ამ საწარმოდან მოდიოდა, ქალაქში დისკომფორტი არ შეექმნა არცერთი რუსთაველისთვის. ეს საკითხი დაიხურა და ქარხანა განაგრძობს მუშაობას, თუმცა იმ წესებისა და ნორმების დაცვით, რომელიც უკვე აღარ ზემოქმედებს გარემოზე", - ამბობს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები