მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთავში, საწარმო „წიქარაში“ 0.5 ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა - სეს-ი

623969087964b
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.22 10:12
933
სურსათის ეროვნული სააგენტომ რუსთავში 0.5 ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დალუქა - ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს ქვემო ქართლის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, ქალაქ რუსთავში, გორის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „წიქარაში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. შედეგად, საწარმოში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რეალიზაციიდან ამოღებულია 0.5 ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები.

„სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, შეუჩერდა საწარმოო პროცესი; დალუქული სურსათი სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება.

მომხმარებელთა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ტარდება როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური ინსპექტირება, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია ინფორმაცია მიაწოდოს ცხელ ხაზს - 1501“, - აცხადებენ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები