მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთავში ტექნიკური სტადიონის მშენებლობა სრულდება - ბიუჯეტიდან ₾4.9 მლნ იხარჯება

სტადიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ასრულებს.

სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 4.9 მილიონ ლარით აფინანსებს.

"მშენებლობის ფარგლებში მოეწყო განათებით აღჭურვილი ორი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და ტექნიკური ცენტრი, რომელიც სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ავეჯითა და მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნიკით. კომპლექსში ასევე მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსები", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები