მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსულ პორტებში უცხოური გემების FSB-ს თანხმობის გარეშე ვეღარ შევლენ

რუსული ფლოტი
BM. GE
23.07.25 10:00
889

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ნებისმიერ სახის უცხოურ ხომალდს რუსულ პორტებში შესვლამდე FSB-სგან თანხმობა დასჭირდება. Reuters-ის ინფორმაციით, განკარგულების გამოქვეყნებამდე ეს საკითხი ტრანსპორტის სამინისტროს ებარა, თუმცა ახლა ამ ფუნქციას მთლიანად რუსეთის უშიშროება შეითავსებს.

იმის მიუხედავად, რომ კრემლში გადაწყვეტილების მიღების ზუსტ მიზეზს არ ასახელებენ, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ტრანსპორტის სამინისტრო თავის უფლებამოსილებას არაჯეროვნად ასრულებდა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ თვის დასაწყისში პრეზიდენტმა პუტინმა ტრანსპორტის მინისტრი რომან სტაროვოიტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სტაროვოიტმა თავი იმავე დღეს მოიკლა მოიკლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები