რუსეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა, რომან სტაროვოიტმა, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ცნობილია, სტაროვოიტი თანამდებობიდან პირადად პრეზიდენტმა პუტინმა გადააყენა. თვითმკლველობა ოდინცოვოში, მოსკოვის მახლობლად მოხდა.
რომან სტაროვოიტი რუსეთის ტრანსპორტის მინისტრად 2024 წლის მაისში დაინიშნა. იქამდე კი კურსკის ოლქს მართავდა. სავარაუდოდ, სტაროვოიტის თანამდებობა ბოლო პერიოდში ტრანსპორტის სფეროში არსებულმა გამოწვევებმა შეიწირა. ოფიციალური კრემლი აღარ მალავდა მინისტრის საქმიანობით უკმაყოფილებას და მის გაკრიტიკებას სამთავრობო არხებიც აღარ ერიდებოდნენ.
ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, სტაროვოიტმა იცოდა კორუფციის ბრალდებით მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის თაობაზე და ამიტომაც მოიკლა თავი. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს რუსეთის პროკურატურა.
სტაროვოიტის შემცვლელად პრეზიდენტმა პუტინმა ანდრეი ნიკიტინი დაასახელა და ახალ მინისტრს გარდაცვლილი წინამორბედის დანატოვარი პრობლემების გამოსწორებაში წარმატება უსურვა.




























