მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულენოვანი აგენტების სიმრავლე უძრავი ქონების ფასს ზრდის - უძრავი ქონების სააგენტო

64524dc0527b3
ნინი ლონგურაშვილი
07.05.23 09:30
1441
TBC Capital წელს თბილისში ბინის გასაქირავებელი ფასის 53%-ით ზრდას პროგნოზირებს. თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 21%-ით მოიმატებს ბინის გაყიდვის ღირებულება.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა რუსი მიგრანტების რაოდენობა, რის გამოც თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ბინის ქირაზე ფასები რეკორდულად გაიზარდა.

ეროვნული ბანკის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში დეველოპერულ კომპანიებს უძრავ ქონებაზე ფასის მატების საშუალებას აძლევს გაზრდილი მოთხოვნა, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი პირების მხრიდან.

უძრავი ქონების სააგენტო Liberte-ს დირექტორი, ნინო პეტრიაშვილი "BMG"-სთან აცხადებს, რომ რუსულენოვანი აგენტების სიმრავლე მნიშვნელოვნად ზრდის უძრავი ქონების ფასს, როგორც ყიდვის ასევე ქირის მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული აგენტები ძირითადად მაღალი კატეგორიის სეგმენტზე მუშაობენ და გასაყიდად არჩევენ ბინებს, რომლებიც როგორც ადგილმდებარეობით ასევე ფასითაც გამოირჩევა.

“რუსეთისა და უკრაინის უძრავი ქონების აგენტები აქტიურად მუშაობენ, ქმნიან უამრავ რგოლს და ბუნებრივია ისინი სთავაზობენ უძრავ ქონებას თანამოქალაქეებს, რაც თავისთავად საფრთხეა დემოგრაფიის, ამასთან ცუდად აისახება ბაზარზე, რადგან, ის თანხა რაც აქ უნდა რჩებოდეს, გადის ქვეყნიდან. მათი სიმრავლე ზრდის უძრავი ქონების ფასს, რადგან ისინი მაღალი კატეგორიის უძრავ ქონებაზე მუშაობენ. ვფიქრობ, უნდა დაწესდეს ყოველწლიური გადასახადი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რათა ის თანხა, რაც აქ გამომუშავდება, დარჩეს საქართველოში და არ გავიდეს ქვეყნიდან", -  აღნიშნა ნინო პეტრიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები