მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს ფინეთი და ირლანდიაც კეტავს

621b4212a0da9
თამთა ჯიჯავაძე
27.02.22 13:16
834
რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ფინეთმა და ირლანდიამაც მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია როდის ამოქმედდება აღნიშნული ზომა.

ფინეთი რუსეთთან 1300 კმ სიგრძის საზღვარი აქვს, ამიტომაც ამ ქვეყნის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რუსეთისთვის დასავლეთის მიმართულებით მთავარი მარშრუტი ჩაიკეტება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო ბულგარეთმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანიამ, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები