CNBC წერს, რომ "რუსული კოვიდ-ვაქცინა Sputnik V აღმოსავლეთ ევროპას იპყრობს", რაც შეიძლება ევროკავშირისთვის ახალი თავის ტკივილი გახდეს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილმა - ჩეხეთმა, ავსტრიამ, უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსული კოვიდ-ვაქცინა Sputnik V-ის შეძენაზე მზადყოფნა გამოთქვეს. აღნიშნული ქვეყნები მზად არიან, პრეპარატი ევროკავშირის წამლის მარეგულეირებელი ორგანოს ავტორიზაციის გარეშე შეიძინონ.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბისი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ვაქცინას ევროკავშირის წამლის მარეგულეირებელი ორგანოს ავტორიზაცია არ მიუღია, ქვეყანა Sputnik V-ის გამოყენებას გეგმავს.
ჩეხეთის პრემიერის მსგავსად, ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურციც მზად არის, ქვეყანაში ვაქცინაციის დასაჩქარებლად Sputnik V-ი გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ 2 მილიონი დოზა Sputnik V-ი შეიძინა როგორც უნგრეთმა, ასევე - სლოვაკეთმა.
ევროკავშირში, რუსული არაავტორიზებული ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით, ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ნაბიჯს პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებენ და ამბობენ, რომ ამ ქმედებით ისინი პუტინთან სიახლოვის გამოხატვას ცდილობენ და იმაზე ნაკლებად ფიქრობენ, თუ რა საფრთხეები შეიძლება მოუტანოს მოსახლეობას არაავტორიზებული ვაქცინის გამოყენებამ.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ covid-ვაქცინა Sputnik V-ს ოფიციალური ავტორიზაცია არ მიუღია, კლინიკური კველვების დროს პრეპარატმა 91.6%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.