მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული იანდექსი და საფრთხეები საქართველოსთვის;

რუსული იანდექსი და არსებულ საფრთხეები, როგორც აღმოჩნდა, კომპანია მძღოლებისა და მგზავრების მონაცემებს მოსკოვს აწვდიდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა იანდექსი ამ კვირის დასაწყისში 4000 ლარით ჯარიმა, კომპანია კი გადახდას არ აპირებს და სამართლებრივ დავას აანონსებს. პარალელურად, იანდექსი კვების სერვისის ამოქმედებას გეგმავს, თუმცა ოფიციალური განცხადება ამაზე ამ ეტაპზე არ გაკეთებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში დასაქმების შეთავაზებები და ქუჩებში ბრენდირებული თერმო ჩანთებით კურიერები გამოჩდნენ.ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი რუსული სერვისი, რომელიც მომხმარებლების მონაცემებს აგროვებს, საფრთხის შემცველია. ისინი მოქალაქეებსაც და ბიზნესსაც სარისკო აპლიკაციების მოხმარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ დაუცველი აპლიკაციების საშუალებით სმარტფონებიდან სხვა და სხვა პირადი ინფორმაციაც გაიჟონოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები